ინფორმაცია ქართული ბლოგების შესახებ
ამ მოკლე დროში უამრავ ბლოგს გავეცანი და მივხვდი, თუ რამდენს ნიშნავს ბლოგერობა...თუ ხარ ნამდვილი ბლოგერი, გარკვეულ მოვალეობასაც იღებ შენს თავზე და ფიქრობ... ფიქრობ და წერ არა მხოლოდ შენთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც „შენთან არიან“... თუ ხარ ბლოგერი და ფიქრობ, რომ შენი ბლოგი საინტერესოა, მაშინ აუცილებლად უნდა გაწევრიანდე ისეთ ქართული ბლოგების სისტემაში, როგორიცაა http://www.blogroll.ge/ ამით შეიძენთ უამრავ მკითხველს. ბლოგროლი ძალიან კარგია, ვინც მკითხველის როლშია. რეგისტრაციის შემდეგ, ფავორიტი ბლოგების ერთად შეკრებასაც შეძლებთ და მათი ახალი პოსტების შესახებაც პირველი შეიტყობთ. ბლოგების თვალიერებისას წავაწყდი ერთ ბლოგს http://www.tiny.ge/ ვფიქრობ საინტერესო და სახალისო ბლოგია, ნახავთ რა დგეში ჩააგდო ჩვენი საამაყო ბლოგერები “მატყუარა“ „ქრონიკამ“... სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს...სპექტაკლიც დაიწყოოოო.... მოკლედ, ბლოგების დალაშქვრისას ბევრ საინტერესო რამეს წავაწყდი, ბევრი ვიკითხე თუ ცოტა, აღმოვაჩინე ძალიან საყვარელი ბლოგი http://www.mezgapreligamus.blogspot.com/ ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ, გარწმუნებთ კარგ ხასიათზე დადგებით…