Sunday, May 23, 2010











უფასო განცხადებების მთელი იმპერია, ასე შეიძლება ვუწოდო CRAIGSLIST. ORG - ს...ქრაიგ ნიუმარკი არის ამ იდეის ფუძემდებელი...

1995 წელს მან იდეა რეალობათ აქცია და ერთ-ერთი დიდი კომპანიის მფლობელი გახდა...ძალიან მოსახერხებელი და ნამდვილად საინტერესოა ამ საიტით სარგებლობა...ეს არის განცხადებების გაცნობის და შერჩევის ნამდვილი ბრძოლის ველი....

ქრაიგლისტი შექმნა ადამიანმა, რომელიც არ არის დაინტერესებული უზომო გამდიდრებით , ამიტომ მის საიტზე არ არსებობს რეკლამა, მას მიზერული შემოსავალი აქვს სხვა გიგანტებტან შედარებით...

გუგლის შემქმნელებს რომ მიებაძათ მისთვის , ალბათ ისევ იმ თავის ფარეხში იჯდებოდნენ:)

Monday, May 10, 2010





მსოფლიო ისტორიას ახსოვს უმდიდრესი ადამიანები - მეფეები, სარდლები, ვაჭრები , მხატვრები... მაგრამ არ ახსოვს გამდიდრების ასეთი ფენომენალური და დაუჯერებელი შემთხვევა, რომელიც ინტერნეტის სამყაროში მოხდა... ეს იყო გზა იდეიდან - წარმატებამდე , ავტოფარეხიდან, უმდიდრეს ოფისებამდე, განსაცვიფრებელი ალოგიკიდან - დაუჯერებელ ლოგიკამდე და ბოლოს ახალგაზრდობიდან - ბედნიერი ახალგაზრდობისაკენ... ეს გზა გუგლის დამაარსებლებმა - ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინიამ გაიარეს...

21-ე საუკუნე იმითაც არის განსაკუთრებული, რომ ადამიანური ფასეულობა და დამოუკიდებლობის სურვილი უფრო მძაფრად ჩანს ყველაფერში... ადრე თუ ადამიანი ვერც კი წარმოიდგენდა რამეს, ახლა ეს შესაძლებელია... ინტერნეტ სამყარო არის ის პირველი ნაბიჯი, რაც ადამიანმა შექმნა თავისი დამოუკიდებლობისა და იდენტურობის დასამტკიცებლად...

სწორედ გუგლის შემქმნელები არიან ამის ნათელი მაგალითი... მათ ჰქონდათ იდეა, შემართება ინტერნეტი და მათ ეს შეძლეს.....

გუგლის საძიებო სისტემა ყველაზე კომფორტული და უბრალოა( უბრალოებაშია გენიალურობა). მას თითქმის ყველა იყენებს, ვისაც ინტერნეთან აქვს შეხება...

გუგლი მომხმარებლებს საძიებო სისტემის გარდა სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებებს, მაგ: პერსონალურ გვერდს iGoogle, ასევე Instant Messenger Google Talk. გუგლმა, Orkut – თან ერთად გააკეთა სოციალური ქსელი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს აზიის ქვეყნებში და ასევე ბრაზილიაში.გუგლმა იყიდა ცნობილი ვიდეო საიტების პროექტი YouTube რომელშიც 1.65 მილიარდი დოლარი გადაიხადა, ხოლო ინტერნეტ მაგაზია DoubleClick– ში კი 3.1 მილიარდი დოლარი.

დაუჯერებელია ხომ ამხელა ციფრების თამაში??? მათ სჯეროდათ და გაატარეს კიდეც ინტერნეტ საოცრებების ქვეყანაში...

Sunday, May 9, 2010


თანამედროვე ინტერნეტის კიდევ ერთი შეთავაზება საზოგადოებას - ინტერნეტ მაღაზიები... ადამიანებს კომფორტის და დროის დაზოგვის ილუზია უჩნდება და უმეტესობა ამიტომაც ირჩევს ინტერნეტ "შოფინგს"...

ერთ-ერთი უდიდესი ინტერნეტ მაღაზიებია Abay.com და Amazon.com ამ მაღაზიებში შეგიძლია შეარჩიო უამრავი რამ და ასევე შეგიძლია მონაწილეობა მიიღო აუქციონშიც...

კარგი დამოკიდებულება და სანდოობა ინტერნეტ მაღაზიებისა დღითიდღე იზრდება, ასევე იზრდება მათი რიცხვიც... ადამიანები ხშირ შემთხვევაში, დამოკიდებულები ხდებიან ინტერნეტ "შოფინგისადმი" და ხდება ეს მათი ცხოვრების წესი... წარმომიდგენია, ერთი დღით რომ შეწყვიტოს ონლაინ მაღაზიებმა ფუნქციონირება, რა მოხდება?! ვფიქრობ ფსიქოლოგებს სამუშაო საათი გაეზრდებათ, განსაკუთრებით გაიზრდება სუსტი სქესის წარმომადგენელთა რიგები... შეიძლება ამ ყველაფერმა მძიმე შედეგი გამოიღოს და ნერვული შეტევებით დამთავრდეს ყველაფერი:)... თანამედროვე სამყარო ირჩევს ინტერნეტ მაგაზიებს...დროის დაზოგვა ხომ მთავარია!!!

ჩემი დამიკიდებულება ასეთია- პირდაპირი, ფიზიკური და სულიერი კონტაქტი იმ საგანთან, რასაც ვყიდულობ, ანუ დროის სასიამოვნოდ ფლანგვა:)