Monday, May 10, 2010





მსოფლიო ისტორიას ახსოვს უმდიდრესი ადამიანები - მეფეები, სარდლები, ვაჭრები , მხატვრები... მაგრამ არ ახსოვს გამდიდრების ასეთი ფენომენალური და დაუჯერებელი შემთხვევა, რომელიც ინტერნეტის სამყაროში მოხდა... ეს იყო გზა იდეიდან - წარმატებამდე , ავტოფარეხიდან, უმდიდრეს ოფისებამდე, განსაცვიფრებელი ალოგიკიდან - დაუჯერებელ ლოგიკამდე და ბოლოს ახალგაზრდობიდან - ბედნიერი ახალგაზრდობისაკენ... ეს გზა გუგლის დამაარსებლებმა - ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინიამ გაიარეს...

21-ე საუკუნე იმითაც არის განსაკუთრებული, რომ ადამიანური ფასეულობა და დამოუკიდებლობის სურვილი უფრო მძაფრად ჩანს ყველაფერში... ადრე თუ ადამიანი ვერც კი წარმოიდგენდა რამეს, ახლა ეს შესაძლებელია... ინტერნეტ სამყარო არის ის პირველი ნაბიჯი, რაც ადამიანმა შექმნა თავისი დამოუკიდებლობისა და იდენტურობის დასამტკიცებლად...

სწორედ გუგლის შემქმნელები არიან ამის ნათელი მაგალითი... მათ ჰქონდათ იდეა, შემართება ინტერნეტი და მათ ეს შეძლეს.....

გუგლის საძიებო სისტემა ყველაზე კომფორტული და უბრალოა( უბრალოებაშია გენიალურობა). მას თითქმის ყველა იყენებს, ვისაც ინტერნეთან აქვს შეხება...

გუგლი მომხმარებლებს საძიებო სისტემის გარდა სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებებს, მაგ: პერსონალურ გვერდს iGoogle, ასევე Instant Messenger Google Talk. გუგლმა, Orkut – თან ერთად გააკეთა სოციალური ქსელი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს აზიის ქვეყნებში და ასევე ბრაზილიაში.გუგლმა იყიდა ცნობილი ვიდეო საიტების პროექტი YouTube რომელშიც 1.65 მილიარდი დოლარი გადაიხადა, ხოლო ინტერნეტ მაგაზია DoubleClick– ში კი 3.1 მილიარდი დოლარი.

დაუჯერებელია ხომ ამხელა ციფრების თამაში??? მათ სჯეროდათ და გაატარეს კიდეც ინტერნეტ საოცრებების ქვეყანაში...

No comments:

Post a Comment