Tuesday, March 16, 2010


ინფორმაცია ქართული ბლოგების შესახებ

ამ მოკლე დროში უამრავ ბლოგს გავეცანი და მივხვდი, თუ რამდენს ნიშნავს ბლოგერობა...თუ ხარ ნამდვილი ბლოგერი, გარკვეულ მოვალეობასაც იღებ შენს თავზე და ფიქრობ... ფიქრობ და წერ არა მხოლოდ შენთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც „შენთან არიან“... თუ ხარ ბლოგერი და ფიქრობ, რომ შენი ბლოგი საინტერესოა, მაშინ აუცილებლად უნდა გაწევრიანდე ისეთ ქართული ბლოგების სისტემაში, როგორიცაა http://www.blogroll.ge/ ამით შეიძენთ უამრავ მკითხველს. ბლოგროლი ძალიან კარგია, ვინც მკითხველის როლშია. რეგისტრაციის შემდეგ, ფავორიტი ბლოგების ერთად შეკრებასაც შეძლებთ და მათი ახალი პოსტების შესახებაც პირველი შეიტყობთ. ბლოგების თვალიერებისას წავაწყდი ერთ ბლოგს http://www.tiny.ge/ ვფიქრობ საინტერესო და სახალისო ბლოგია, ნახავთ რა დგეში ჩააგდო ჩვენი საამაყო ბლოგერები “მატყუარა“ „ქრონიკამ“... სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს...სპექტაკლიც დაიწყოოოო.... მოკლედ, ბლოგების დალაშქვრისას ბევრ საინტერესო რამეს წავაწყდი, ბევრი ვიკითხე თუ ცოტა, აღმოვაჩინე ძალიან საყვარელი ბლოგი http://www.mezgapreligamus.blogspot.com/ ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ, გარწმუნებთ კარგ ხასიათზე დადგებით…

Thursday, March 11, 2010


ქართული ინტერნეტ მადია საშუალებები
ინტერნეტის განვითარებასთან ერთად განვითარდა ინტერნეტ მედიაც. მან ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ გაუსწრო კიდეც გლობალიზაციას.
ინტერნეტ მედია შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურობაში და გახდა ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი.
ქართული ინტერნეტ მედიაც მიჰყვება თანამედროვე სამყაროს ამ შეუფერხებელ ნაბიჯებს და ხდება ერთ-ერთი ძლიერი წევრი თანამედროვეობისა. ინტერნეტ მედია იგივეა, რაც გავიგოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია, როცა გვინდა, ასევე მივიგოთ შემოთავაზებები და სურვილის შემთხვევაში გავეცნოთ მას.
ისეთი ქართული მედია გიგანტები, როგორებიცაა რუსთავი2, იმედი, ჩვენ გვთავაზობს არა მარტო სატელევიზიო მაუწყებლობას, ასევე ინტერნეტ მაუწყებლობასაც. მათ აქვთ თავისი ინტერნეტ გვერდები, რომლებიც გვთავაზობენ ყველაფერს, რაც ტელევიზიით გადმიოცემა.
ბევრი მედია საიტი არსებობს ქართულ მედია სივრცეში, მაგრამ ყველაზე პოპულარული და მოხმარებადი არის http://www.myvideo.ge/ . ასევე აქტუალურია ინტერნეტ ჟურნალ-გაზეთები. მაგალითისთვის ჟურნალ “prime time”-ს აქვს თავისი ინტერნეტ მისამართი http://www.ptpress.ge/ . ვფიქრობ, ძალიამ მოსახერხებელია, ჟურნალის კითხვა ინტერნეტით. ასევე ძალიან პოპულარული გახდა, ისეთ სოციალურ ქსელზე, როგორიც არის facebook-ი, პატარა ვიდეო ნიუსების გავრცელება… ასეთი გზით ბევრი ადამიანი ხდება პოპულარული.
ქართული ინტერნეტ მედია სამყარო განვითარების მაგალ საფეხურებს აღწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი საზოგადოების მეტად ინფორმირებულობაში.