Thursday, April 29, 2010


"აირჩიე ბროუზერი"- რომელი გინდა? ოპერა? საფარი? ინტერნეტ ექსპლოუერი??? არჩევანი შენზეა!

ბროუზერი, არის პროგრამათა პროგრამა, რითაც მოიხმარ საძიებო სისტემას... წარსულში იყო ბროუზერთა ბრძოლები, მაგრამ ახლა გვაქვს არჩევანის საშუალება და არავინ არ მოგვახვევს თავს რომელიმე ბროუზერს...

სიახლეთა შეთავაზება- აი, ეს არის უპირველესი ამოცანა ბროუზერებისათვის... რით უნდა მოიზიდო მომხმარებელი? რა თქმა უნდა სიახლით ორიგინალურობით, სისწრაფით, კრეატიულობით... ო, კონკურენცია დიდიაააა... გისურვებთ სრულიად ბროუზერნო, ჩვენს გაძლებას და ინტერნეტის სამყაროში ბევრი შესაძლებლობების დანერგვას...



Thursday, April 22, 2010


სტასტისტიკა მარტავს მსოფლიოს... ფაქტი, რომელიც რაოდენობაშია, მოცემული- სტატისტიკაა...სტატისტიკის საოცრებები ბევრი არის მოცემული ისტორიაში, მაგალითად დიდგორის ბრძოლა- 56000 ქართველი, 300 000 თურქის წინააგმდეგ, დავით აღმაშენებელი ილღაზის წენააღმდეგ, სტატისტიკა ყველგან გვხვდება, ისტორიიდან დაწყებული თანამედროვეობით დამთავრებული... თანამედროვე სამყაროში სტატისტიკას წამყვანი ადგილი უჭირავს...ინტერნეტ სამყაროც დამოკიდებულია სტატისტიკის მაჩვენებელზე...ყველა პროგრამას, თუ სოციალურ ქსელებს თავისი სტატისტიკის მაჩვენებელი პროგრამები აქვს...მაგალითად http://www.google.com/analytics/ მისი საშუალებით შემიძლია გავიგო ჩემი გვერდის სტატისტიკა, თუ რამდენად რეიტინგულია ჩემი გვერდი, რამდენი ადამიანი შემოვიდა და ა.შ. სტატისტიკური მაჩვენებელი ვიკიპედიასაც აქვს, მაგალითად თუ რამდენი სტატიაა დამუშავებული ინგლისურ ენაზე, რუსულზე და ა.შ. ინტერნეტ სტატისტიკური პროგრამები გვეხმარება ანალიზის ზუსტ გაკეთებაში, რაოდენობრივ კვლევებში...

Wednesday, April 14, 2010


ვიკიპედია ნიჭიერი და შთაგონებული ადამიანებისგან შექმნილი და დაწერილი ენციკლოპედიაა. კრეატიული და სიახლისკენ მიდრეკილი ადამიანები, ყოველ საათში ამატებენ და შეაქვთ ცვლილებები, რაც შესაბამისად ისახება სტატიების ისტორიაში და ბოლო ცვლილებებში. http://www.wikipedia.org/

ვიკიპედია, არის ენციკლოპედია, რომელიც web 2.0 სტანდარტებს შეესაბამება და ექვემდებარება თვითმართველობას და თვითწარმოებას... თუ გაქვს სურვილი და „გენიალური“ აზრები, შექმენი სტატია და გახდი ვიკიპედიის ერთ-ერთი შემქმნელი და საპატიო წევრი.

მინდა პარალელი გავავლო თანამედროვე და ანტიკური ხანის ბიბლიოთეკებსა და ენციკლოპედიებზე. იქიდან გამომდინერე, რომ ანტიკურ ხანაში ენციკლოპედიები არ არსებობდა, არსებობდა ბიბლიოთეკები, რომლებიც სხვადასხვა იდეოლოგიის კერად იქცეოდნენ ხოლმე, მაგალითად ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ქრისტიანების წაქეზებით გადაწვეს, ამის მიზეზი იყო წარმართული ცივილიზაციის დიდი კერა, რომელიც ხელს უშლიდა ქრისტიანული იდეოლოგიის განვითარებას. ამ საქციელმა რა თქმა უნდა დიდი დაგი დაასვა ისტორიას და იმ კულტურას (ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში უამრავი მასალა ინახებოდა ანტიკურ სამყაროზე)...

ინფორმაციის შენახვას უდიდესი როლი ენიჭება კაცობრიობის განვითარებაში. კიდევ ერთი საინტერესო ისტორიული ფაქტია, ასურბანიფალის ბიბლიოთეკის თიხის ფირფიტების აგმოჩენა. ეს ბიბლიოთეკა მე-6-ე საუკუნეში ნიბიელებმა გადაწვეს, რადგან ინფორმაცია თიხის ფირფიტებზე იყო დაწერილი, ის არ განადგურდა და მოჰყვა დიდი ფერფლისა და მიწის ქვეშ. გადამწვარი ბიბლიოთეკა მე-19-ე საუკუნეში აგმოაჩინეს. ფირფიტები მოხდა ინგლისელი, ბიბლიოთეკის მცველის- ადამ სმიტის ხელში. ადამ სმიტმა გაშიფრა ნინევიაში (ასურეთის დედაქალაქი) მოპოვებული, გადამწვარი ბიბლიოთეკის ფირფიტები. მან ერთ-ერთ ფირფიტაზე წაიკითხა, შემთხვევით წააწყდა წარღვნის თხრობას. მან გადაწყვიტა, წასულიყო ისევ ნინევიაში და ეპოვნა ამ ფირფიტის ნატეხი, ისტორიის დასასრული. მან შეძლო და აასრულა თავისი ოცნება და მიაღწია მიზანს, იპოვა დანარჩენი ფირფიტები და ამოიკითხა ყველაფერი, რის საფუძველზეც დაამტკიცა, რომ წარღვნა ებრაელების ჩაწერილი არ იყო ბიბლიაში, წარგვნის თხრობა გაცილებით ადრე არსებობდა შუამდინარულ მითებში. ებრაელებმა მიაგნეს ამ ჩანაწერებს და ბიბლიაში შეიტანეს. ჩემი აზრით ეს იყო საუკუნის აღმოჩენა...

ისტორიის ამ პატარა ჩანაწერებში, რომელიც მე მოვიყვანე ჩანს, რომ ინფორმაციის შეგროვება და მათი შენახვა უდიდეს როლს თამაშობს ისტორიის შექმნაში და მის ზუსტ გადმოცემაში. თანამედროვე სამყაროში უფრო ადვილია ისტორიაში ჩაწერა, უბრალოდ ჩაწერეთ კარგი სტატია ვიკიპედიაში და თქვენ ისტორიის ნაწილი ხართ:)