Wednesday, April 14, 2010


ვიკიპედია ნიჭიერი და შთაგონებული ადამიანებისგან შექმნილი და დაწერილი ენციკლოპედიაა. კრეატიული და სიახლისკენ მიდრეკილი ადამიანები, ყოველ საათში ამატებენ და შეაქვთ ცვლილებები, რაც შესაბამისად ისახება სტატიების ისტორიაში და ბოლო ცვლილებებში. http://www.wikipedia.org/

ვიკიპედია, არის ენციკლოპედია, რომელიც web 2.0 სტანდარტებს შეესაბამება და ექვემდებარება თვითმართველობას და თვითწარმოებას... თუ გაქვს სურვილი და „გენიალური“ აზრები, შექმენი სტატია და გახდი ვიკიპედიის ერთ-ერთი შემქმნელი და საპატიო წევრი.

მინდა პარალელი გავავლო თანამედროვე და ანტიკური ხანის ბიბლიოთეკებსა და ენციკლოპედიებზე. იქიდან გამომდინერე, რომ ანტიკურ ხანაში ენციკლოპედიები არ არსებობდა, არსებობდა ბიბლიოთეკები, რომლებიც სხვადასხვა იდეოლოგიის კერად იქცეოდნენ ხოლმე, მაგალითად ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ქრისტიანების წაქეზებით გადაწვეს, ამის მიზეზი იყო წარმართული ცივილიზაციის დიდი კერა, რომელიც ხელს უშლიდა ქრისტიანული იდეოლოგიის განვითარებას. ამ საქციელმა რა თქმა უნდა დიდი დაგი დაასვა ისტორიას და იმ კულტურას (ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში უამრავი მასალა ინახებოდა ანტიკურ სამყაროზე)...

ინფორმაციის შენახვას უდიდესი როლი ენიჭება კაცობრიობის განვითარებაში. კიდევ ერთი საინტერესო ისტორიული ფაქტია, ასურბანიფალის ბიბლიოთეკის თიხის ფირფიტების აგმოჩენა. ეს ბიბლიოთეკა მე-6-ე საუკუნეში ნიბიელებმა გადაწვეს, რადგან ინფორმაცია თიხის ფირფიტებზე იყო დაწერილი, ის არ განადგურდა და მოჰყვა დიდი ფერფლისა და მიწის ქვეშ. გადამწვარი ბიბლიოთეკა მე-19-ე საუკუნეში აგმოაჩინეს. ფირფიტები მოხდა ინგლისელი, ბიბლიოთეკის მცველის- ადამ სმიტის ხელში. ადამ სმიტმა გაშიფრა ნინევიაში (ასურეთის დედაქალაქი) მოპოვებული, გადამწვარი ბიბლიოთეკის ფირფიტები. მან ერთ-ერთ ფირფიტაზე წაიკითხა, შემთხვევით წააწყდა წარღვნის თხრობას. მან გადაწყვიტა, წასულიყო ისევ ნინევიაში და ეპოვნა ამ ფირფიტის ნატეხი, ისტორიის დასასრული. მან შეძლო და აასრულა თავისი ოცნება და მიაღწია მიზანს, იპოვა დანარჩენი ფირფიტები და ამოიკითხა ყველაფერი, რის საფუძველზეც დაამტკიცა, რომ წარღვნა ებრაელების ჩაწერილი არ იყო ბიბლიაში, წარგვნის თხრობა გაცილებით ადრე არსებობდა შუამდინარულ მითებში. ებრაელებმა მიაგნეს ამ ჩანაწერებს და ბიბლიაში შეიტანეს. ჩემი აზრით ეს იყო საუკუნის აღმოჩენა...

ისტორიის ამ პატარა ჩანაწერებში, რომელიც მე მოვიყვანე ჩანს, რომ ინფორმაციის შეგროვება და მათი შენახვა უდიდეს როლს თამაშობს ისტორიის შექმნაში და მის ზუსტ გადმოცემაში. თანამედროვე სამყაროში უფრო ადვილია ისტორიაში ჩაწერა, უბრალოდ ჩაწერეთ კარგი სტატია ვიკიპედიაში და თქვენ ისტორიის ნაწილი ხართ:)

1 comment: