Sunday, May 9, 2010


თანამედროვე ინტერნეტის კიდევ ერთი შეთავაზება საზოგადოებას - ინტერნეტ მაღაზიები... ადამიანებს კომფორტის და დროის დაზოგვის ილუზია უჩნდება და უმეტესობა ამიტომაც ირჩევს ინტერნეტ "შოფინგს"...

ერთ-ერთი უდიდესი ინტერნეტ მაღაზიებია Abay.com და Amazon.com ამ მაღაზიებში შეგიძლია შეარჩიო უამრავი რამ და ასევე შეგიძლია მონაწილეობა მიიღო აუქციონშიც...

კარგი დამოკიდებულება და სანდოობა ინტერნეტ მაღაზიებისა დღითიდღე იზრდება, ასევე იზრდება მათი რიცხვიც... ადამიანები ხშირ შემთხვევაში, დამოკიდებულები ხდებიან ინტერნეტ "შოფინგისადმი" და ხდება ეს მათი ცხოვრების წესი... წარმომიდგენია, ერთი დღით რომ შეწყვიტოს ონლაინ მაღაზიებმა ფუნქციონირება, რა მოხდება?! ვფიქრობ ფსიქოლოგებს სამუშაო საათი გაეზრდებათ, განსაკუთრებით გაიზრდება სუსტი სქესის წარმომადგენელთა რიგები... შეიძლება ამ ყველაფერმა მძიმე შედეგი გამოიღოს და ნერვული შეტევებით დამთავრდეს ყველაფერი:)... თანამედროვე სამყარო ირჩევს ინტერნეტ მაგაზიებს...დროის დაზოგვა ხომ მთავარია!!!

ჩემი დამიკიდებულება ასეთია- პირდაპირი, ფიზიკური და სულიერი კონტაქტი იმ საგანთან, რასაც ვყიდულობ, ანუ დროის სასიამოვნოდ ფლანგვა:)

No comments:

Post a Comment