Friday, February 19, 2010



ინტერნეტის შექმნის მოკლე ისტორია ინტერნეტი არის მსოფლიო ქსელი, ერთმანეთზე მიერთებული კომპიუტერების საჯაროდ ხელმისაწვდომი ქსელი, ქსელთა ქსელი. ინტერნეტი ქმნის გლობალურ საინფორმაციო სივრცეს და წარმოადგენს მსოფლიო ქსელის საფუძველს. საბჭოთა კავშირის მიერ გამოშვებულმა თანამგზავრმა 1958 წელს, ტექნოლოგიური ლიდერობის დასაბრუნებლად ამერიკის შეერთებულ შტატები შთააგონა შეექმნა მოწინავე პროექტების კვლევების სააგენტო, ცნობილი, როგორც ARPA. ARPA-მ შექმნა ინფორმაციების გადამუშავების ტექნოლოგიების ოფისი, ცნობილი, როგორც IPTO, რომელიც მიერთებული იყო ქვეყნის სარადარო სისტემის ქსელში. ARPANET გახდა დღევანდელი ინტერნეტის ერთ-ერთი “მშობელი”. 1985 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური მეცნიერების ორგანიზაციამ (NSF) შექმნა 56 კილობიტი/ წამში სიჩქარის მქონე ქსელი, რომელსაც იყენებდნენ კომპიუტერები სახელად “ფუზზბალლს”. NSF- მა ასევე დაასპონსორა მაღალსიჩქარიანი, 1.5 მეგაბიტი/წამში სიჩქარის ქსელი, რომელიც შემდგომში გახდა NSFnet.
ინტერნეტის გამოყენება იმდენად ორგანული და აუცილებელი გახდა თანამედროვე ცხოვრებაში, რომ ჩვენი ყველა მოქმედება თუ საქმიანობა ინტერნეტის მოხმარებასთან მიდის. თანამედროვე, საქმიანი ადამიანის დილა ინტერნეტით იწყება და ინტერნეტით მთავრდება. ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების ნაწილი და შესაძლებლობების ფენომენია. ჩვენი ცნობიერება, გემოვნება, ინტერესი, საქმიანობა, ურთიერთობა და უამრავი სხვა რამ, მთლიანად თუ არა, უმეტესად ინტერნეტთან არის დაკავშირებული. ადამიანები იცნობენ ერთმანეთს, აკეთებენ უამრავ საქმეს, წერენ სტატიებს, აკეთებენ პრეზენტაციებს და კლიპებს, ეს ყველაფერი ეხმარება მათ თანამედროვეობაში ჩაბმასა და მისი სტანდარტების ფორმულირებაში.

No comments:

Post a Comment